fbpx
საბერძნეთი

გაზაფხული საბერძნეთში – 2,7 გრადუსით – დღეიდან ამინდი უმჯობესდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ამინდი უმჯობესდება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საბერძნეთში სუსხიანი გაზაფხული გვაქვს და ზოგიერთ რეგიონებში -2,7 გრადუსიც კი დაფიქსირდა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, აღდგომის მოახლოვებასთან ერთად ამინდი სეზონისთვის დამახასიათებელ, ნორმალურ სახეს დაუბრუნდება.

20 აპრილიდან საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში გამოიდარებს, ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ ჩრდილოეთითა და დასავლეთით. აღდგომის კვირას ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა კოზანში დაფიქსირდა (-2,7 გრადუსი), შემდეგ მოდის ფლორინა, -1,2 გრადუსით, შემდეგ იოანინა (ტეროვო) და ფოკიდა.

 

onalem

ტესტ