fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად დაბალია!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით საბერძნეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 144-ს უდრის.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანა ისევ ერთციფრიან ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის მრუდი უკვე უკიდურესად დაბლა მიდის.

საერთო ჯამში საბერძნეთში 2.626 ინფიცირებულია.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი 37-ს უდრის.

ორშაბათიდან საბერძნეთში მიღებული აკრძალვები ნელ-ნელა იხსნება, სალონები და მაღაზიები მუშაობის დასაწყებად ემზადებიან, მოსახლეობის ნაწილი კი სამსახურებში ბრუნდება.