fbpx
საბერძნეთი

“გველი ბევრად მგრძნობიარეა, ვიდრე ეფი” – ექსკლუზიური ინტერვიუ კაკარანძულას თანამოსაკნესთან

ნიკოს ევანგელატოს გადაცემაში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ მჟავით თავდასხმაში ბრალდებული ეფი კაკარანძულას ყოფილ თანამოსაკნესთან. ვასო არამპაძი ამბობს, თუ რას ეძახიან მას ციხეში და ჰყვება, რა შთაბეჭდილება დატოვა ზოგადად იქ მყოფებზე.

“ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რა გააკეთა. მისი გამომეტყველება გამუდმებით ცივია, მკვლელის თვალებით იყურება, თავიდან გვაკვირდებოდა, თითქოს, თვალით გვწონიდა ყველას. ციხეში “მჟავას” ეძახიან და როცა ესმის, არ სიამოვნებს, რადგან არ აღიარებს დანაშაულის სიმძიმეს.

ბევრ დროს უთმობს თავის მოწესრიგებას, თმის შეღებვას, ფრჩხილებს ყოველ ორ კვირაში იკეთებს. მის ქცევებს რაც შეეხება, გველი ბევრად თბილი და მგრძნობიარეა, ვიდრე ეფი. 

აბსოლუტურად არაფერს ნანობს, ამბობდა ხოლმე, რომ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ციხეში იყოს. 10 თვე გავატარე იქ და არ მინახავს, რომ გაცნობიერებული ჰქონოდა, რა გააკეთა. მეორე გოგო გარეთ ყოველდღე კვდება და ეს ამბობს, რომ მისი ადგილი ციხეში არ არის. კაკარანძულა ცივი და ირონიულია. 

ციხეში არავინ ელაპარაკება. ტელევიზორი აქვს და ყველა გადაცემას უყურებს. აინტერესებს რას ამბობენ მასზე,” ამბობს არამპაძი.

სასამართლო ეფი კაკარანძულას განაჩენს 21 ოქტომბერს, სულ რამდენიმე დღეში გამოუტანს.

onalem

ტესტ