fbpx
საზოგადოება

ბერძენ ქალს, რომელიც თურქეთში აფეთქებისას დაშავდა, ოპერაციისა და ჰოსპიტალიზაციისთვის თანხას სთხოვდნენ

როგორც ცნობილი გახდა, თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ბერძენი 39 წლის ქალიც აღმოჩნდა. მისი მამა ავრცელებს საჩივარს, რომ ტერაქტის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას ფეხის აუცილებელ ოპერაციასა და ჰოსპიტალიზაციაში თანხებს სთხოვდნენ.

“მე დავუკავშირდი საბერძნეთის გენერალურ კონსულს სტამბოლში, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს გოგონას ნებისმიერ წუთს დააბრუნებდნენ სამშობლოში, როდესაც მოისურვებდა, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებით გაჭიანურდა, ვინაიდან პირველ რიგში ჭრილობაზე, რომელიც ფეხზე აქვს, პირველადი დახმარება უნდა აღმოეჩინათ. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ოპერაცია გაკეთდებოდა, მაგრამ უნდა გადამეხადა. ანუ ადამიანმა, უცხოელმა, რომელიც ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა, თანხა უნდა გადაიხადოს დახმარების მისაღებად. ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მიუღებელი იყო,” ამბობს მისი მამა.

არსებული ცნობებით, დაშავებულს დღეს საღამოს გადმოიყვანენ საბერძნეთში, კერძოდ, თესალონიკში და პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოში მოათავსებენ. ბერძენი ქალი აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა, მის უკან მყოფი ადამიანები დაიხოცნენ.

onalem

ტესტ