fbpx
საზოგადოება

პაფოსი: 23 წლის ტურისტმა სასტუმროში იმშობიარა, თუმცა, არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო

პაფოსის პოლიციის ოფიცრებიც კი გააოცა ერთ-ერთ სასტუმროში ნანახმა სცენამ. ახლადნამშობიარები  23 წლის ტურისტი გოგონა თავის ნომერში გარდაცვლილ ჩვილთან ერთად იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა შოტლანდიიდან არის და კვიპროსზე, კერძოდ კი, პაფოსში 5 დღით იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, ოთახის სააბაზანოში იმშობიარა, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ფეხმძიმედ იყო.

დღეისთვის დაგეგმილია აუტოფსია, რათა დადგინდეს ჩვილის სიკვდილის კონკრეტული მიზეზი, ასევე ის, მშობიარობამდე გარდაიცვალა, თუ მას შემდეგ.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს.

onalem

ტესტ