fbpx
საზოგადოება

“ათენის მაცხოვრებლებო, დარჩით სახლში” – ექსპერტები კორინთოს ხანძარსა და ქარის მიმართულების ცვლილებაზე საუბრობენ

კორინთოში მძვინვარე ხანძარმა დიდი პრობლემები შექმნა, ათენში ფერფლი ცვივა და შექმნილი ატმოსფეროთი ნამდვილად მარტივად გასაგებია, თუ რა მდგომარეობაა ხანძრის ეპიცენტრში. ექსპერტები და პნევმოლოგები ათენის მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ შინ, ხოლო თუ რატომ, ამას პროფესორი ლუკიდისი განმარტავს.

“უმჯობესი იქნება, რომ აღნიშნული ხანძრისგან გამოწვეულ პირობებში მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვს პნევმოლოგიური პრობლემები, გარეთ არ გავიდნენ. დარჩით სახლში ან გამოიყენეთ პირბადე ნებისმიერ შემთხვევაში. დაბინძურება, რომელსაც მიმდინარე ხანძარი იწვევს, მათთვის, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აქვს, საზიანოა. 

კვამლი მოდებულია მთელ ატიკას, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ არასაჭირო გადაადგილებას. ეს კვამლი არის ტოქსიკური ღრუბელი და იწვევს ცხვირისა და ყელის არეში სიმშრალის შეგრძნებას, შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ გულმკერის არეშიც. კარგია, რომ ვატარებთ პირბადეებს, ეს საკმაოდ დაგვეხმარება,” ამბობს პროფესორი.

ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ დღეს ღამით ქარის მიმართულება შეიცვლება და მეხანძრეებმა დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და დააკვირდნენ მოვლენების განვითარებას.

ნახეთ ათენი სიმაღლიდან:

onalem

ტესტ