fbpx
საზოგადოება

“რა ვუთხრა ჩვენს შვილს?! მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს” – 27 წლის გოგონას მეუღლე მედიასთან პირველად საუბრობს

როგორც უკვე ცნობილია, 27 წლის დორა 18 მაისის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფება და ტვინით გარდაცვლილად ითვლება. ის კომაში მშობიარობის შემდეგ ჩავარდა და საკუთარი შვილის ხელში აყვანაც ვერ მოასწრო.

დორას ოჯახი და მეუღლე სასოწარკვეთას ვერ მალავენ. ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვს, რადგან გოგონას ხელოვნურად აცოცხლებენ.

“მას ტვინი მკვდარი აქვს. სხვა არაფერი ვიცით. არ არსებობს იმედები, მხოლოდ სასწაული. 18 მაისის შემდეგ უგონოდ არის.

მე არ ვიცი რა ვუთხრა ჩემს შვილს ხვალ-ზეგ. რა ვუთხრა, რით დაიღუპა მისი დედა.

ერთ-ერთი გინეკოლოგი ჩემთან მოვიდა და მკითხა, იქნება დორას გულზე ჰქონდა პრობლემა, რადგან მას შეტევა დაემართა და აპარატზე შეაერთეს.”

ოჯახის ადვოკატი ჰყვება, რომ გოგონას ჯანმრთელობის ისტორიაში არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება:

“ჩვენ ვსაუბრობთ 27 წლის გოგონაზე, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, არ აქვს არანაირი პრობლემა თავის ისტორიაში. მე ისინი პირადად გავიცანი და ეს არის ნამდვილად შეკრული ოჯახი. გოგონას ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ კერძო კლინიკაში ემშობიარა, მაგრამ კორონავირუსის თემიდან გამომდინარე ჯანდაცვის სისტემის მიმართ ძლიერი ნდობა ჩამოუყალიბდა და თქვა, რომ საჯარო საავადმყოფოში იმშობიარებდა, რათა უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყო.

მისმა ფეხმძიმობამ სრულიად უპრობლემოდ ჩაიარა და 7 თვემდე მუშაობდა კიდეც.

გააჩინა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, 3.400 კილოგრამი. ის მივიდა საკუთარი ფეხით და ახლა რეანიმაციის საწოლზე წევს,” აცხადებს ადვოკატი.

საავადმყოფოს პერსონალი და ექიმები, რომელთაც დორა ამშობიარეს, არ იძლევიან პასუხებს, თუ რა და რატომ მოხდა. სწორედ ეს ტანჯავს მის მეუღლეს ყველაზე მეტად. კრიმინოლოგები კი ამბობენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ ყველა დეტალს, რაც ოჯახს აინტერესებს.

onalem

ტესტ