fbpx
საბერძნეთი

ათენის აეროპორტში ვირუსით ინფიცირებული მგზავრების შემოსვლა “რეპეტიცია” იყო – ქვეყანა მზად უნდა იყოს!

ექსპერტების თქმით, კატარიდან, კერძოდ, დოჰადან ათენში ჩამოსული კორონავირუსის მქონე მგზავრები ქვეყნისთვის ერთგვარი “რეპეტიცია” იყო. როგორც უკვე ცნობილია, 91 მგზავრი, საიდანაც 12-ს ვირუსი დაუდასტურდა, კარანტინის პირობებში გადაიყვანეს.

მიკრობიოლოგიის პროფესორი, ალკივიადის ვატოპულოსი თამამად აცხადებს, რომ ტურისტების შემოსვლას საბერძნეთში აუცილებლად მოჰყვება საფრთხეები.

ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა, თუმცა, კატარიდან, კერძოდ კი, დოჰადან ჩამოსულ მგზავრებს შორის, 12 ინფიცირებული დაფიქსირდა, ხოლო ადგილზე 7, ამიტომ გუშინ 19 შემთხვევა გვქონდა.

ათენის და თესალონიკის აეროპორტები მზად უნდა იყვნენ მსგავსი შემთხვევებისთვის 15 ივნისიდან, ხოლო 1 ივლისიდან მთელი საბერძნეთი, როგორც აეროპორტები, ასევე კუნძულების ჯანმრთელობის ცენტრები, ვინაიდან ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება.

რას მოიაზრებს მთავრობის გეგმა?!

1. სწრაფი ტესტები

შედარებით დღევანდელ დღესთან, როცა დღეში ტარდება 3.000-4.000 ტესტი, ტურისტული პროტოკოლის ფარგლებში სავარაუდოა, რომ დღეში 8.000-მდე ტესტის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ეს აუცილებელია ვირუსის გამოსავლენად და შემდეგ უკვე ეფექტური რეაგირებისთვის.

2. Covid-საწოლები

შესაბამისი საწოლების ქონა კუნძულებზე აუცილებელია იმისთვის, რომ თუ ტურისტს ვირუსი გამოუვლინდება (ან ადგილობრივს) შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო მკურნალობის ჩატარება მისთვის. ამ დროისთვის 469 საწოლი არსებობს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

3. მოლეკულური კონტროლი-დიაგნოსტიკა

კუნძულებზე ამ დროისთვის არსებობს 13 მექანიზმი, ხოლო იგეგმება მათი რაოდენობის 20 გაზრდა.

4. საჰაერო ტრანსპორტირების საშუალება

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება კორონავირუსის გამო, შესაძლებელი იქნება მისი ტრანსპორტირება საჰაერო გზით, მაქსიმუმ ორ დღეში. მთავრობა ამზადებს ვერტმფრენებს, რომ ტურისტული სეზონი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს როგორც სტუმრების, ასევე ადგილობრივებისთვის.

onalem

ტესტ