fbpx
საბერძნეთი

5 და 6 დეკემბერს ათენის ცენტრში გადაადგილება შესაძლოა შეიზღუდოს – მოსალოდნელია აქციები

6 დეკემბერს, ალექსანდროს გრიგოროპულუს მკვლელობის დღეს, როგორც ყოველთვის მოსალოდნელია საპროტესტო აქციები ათენის ცენტრში, შესაბამისად, საგზაო პოლიციის ინფორმაციით, მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს ხვალიდანვე, 5 დეკემბრიდან.

5 და 6 დეკემბერს ათენის ცენტრში შესაძლოა ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები შეიცვალოს, რადგან აქციების ფონზე, ცენტრალური გამზირები და გზები გადაიკეტება და განსაკუთრებით საჯარო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეუძლებელი იქნება კონკრეტულ გაჩერებებზე.

დეტალური ინფორმაცია გავრცელდება იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა ადგილებში იქნება აქციები და ეპიზოდები, შესაბამისად, საგზაო პოლიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად დაიკეტოს გზები და აკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება.

 

onalem

ტესტ