fbpx
საბერძნეთი

სიძვირე და ინფლაცია: ბერძნები რძისა და ხილის მოხმარებას ზღუდავენ და პურსა და მარცვლეულს ამჯობინებენ

ΙΕΛΚΑ-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც მომხმარებლის ქცევას და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება, აღმოჩნდა, რომ ბერძნებმა 2022 წელს მხოლოდ სურსათში 20,28 მილიარდი ევრო დახარჯეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე, ეს მაჩვენებელი 2009 წელს 20,28 მილიარდი ევრო იყო.

რაც შეეხება ხარჯს ერთ სულზე, 2022 წელს შეადგენდა 1,825 ევროს, რაც შემცირებულია 5,8%-ით 2009 წელთან შედარებით.

კვლევა ასევე აჩვენებს დანახარჯების შემცირებას ცილებზე, მაგალითად ნაკლებად ხარჯავენ თანხას ძროხის ხორცზე (შემცირება 18%), ცხვრისა და თხის ხორცზე ხარჯვის შემცირება უდრის 40%-ს, რძის პროდუქტზე 30%-იანი შემცირება, ზეითუნის ზეთს 17%-ით ნაკლებად ყიდულობენ. დანახარჯის შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება პურსა და მარცვლეულზე, ხოლო დანახარჯები უკიდურესად არის გაზრდილი ალკოჰოლურ სასმელებზე, რაც 68%-ს უდრის.

როგორც უკვე ცნობილია, მთავრობამ მიიღო შესაბამისი ზომები, რომლებიც მიმართულია პროდუქტების მუდმივად და სტაბილურად გაიაფებისკენ და სპეკულაციების წინააღმდეგ, რომლებსაც ხშირად მიმართავენ სუპერმარკეტები ინფლაციისა თუ ბუნებრივი კატასტროფების ფონზე, რაც რეალურად არ ახდენს ისეთ ძლიერ გავლენას ფასების ზრდაზე, როგორც წარმოაჩენენ.

onalem

ტესტ