fbpx
საბერძნეთი

2024 წლიდან ხელფასები სამუშაო სტაჟის მიხედვით, ყოველ 3 წელიწადში გაიზრდება – კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილება

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე ხელფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და ახალი გადაწყვეტილება დააანონსა.

2024 წლის 1 იანვრიდან განახლდება ხელფასების რაოდენობის განსაზღვრა სამუშაო სტაჟის მიხედვით და თანამშრომელს, რომელიც ამ წუთისთვის იღებს მინიმალურ ხელფასს, ყოველ სამ წელიწადში თანხა გაეზრდება 10%-ით.

ანუ ფაქტობრივად, 3 წლის მანძილზე თუ მისი ხელფასი 780 ევროს უდრის, 3-დან 6 წლამდე მუშაობის პერიოდში გაეზრდება 858 ევრომდე, 6-დან 9 წლამდე სამუშაო სტაჟით ეკუთვნის 936 ევრო, ხოლო თუ 9 წელი და მეტი მუშაობს, მაშინ თანხის მინიმალური რაოდენობა, რასაც აიღებს, იქნება 1,014 ევრო.

ცხადია, თანხის რაოდენობა განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით, თუ რა იქნება იმ ეტაპზე მინიმალური ხელფასი საბერძნეთში, ამ წუთისთვის განვიხილავთ არსებული მონაცემების მიხედვით.

მიცოტაკიმ დასძინა, რომ ახალი წლიდან ძალაში შევა კიდევ დამატებითი ცვლილებები იმ ადამიანებისთვის, ვინც 2012 წლამდე შემოვიდნენ შრომის სექტორში ოფიციალურად, დეტალები კი, მოგვიანებით გავრცელდება, რათა თითოეულმა სტაჟიანმა თანამშრომელმა იცოდეს საკუთარი უფლებები.

onalem

ტესტ