fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში მაღაზიების მუშაობის განრიგი იცვლება – ნახეთ დეტალები

დღეიდან საბერძნეთში საცალო მაღაზიების მუშაობის განრიგი იცვლება. როგორც უკვე ცნობილია, ამ დრომდე მაღაზიები მუშაობას დილის 10:00 საათიდან იწყებდნენ, პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომებიდან გამომდინარე.

ირკვევა, რომ დღეიდან, 28 თებერვლიდან მაღაზიები 09:00 საათზე გაიხსნება და 21:00 საათამდე იმუშავებენ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ცხადია, ეს ზოგადი გრაფიკია, ვინაიდან ზოგიერთი მაღაზია ორშაბათსა და ოთხშაბათს გაცილებით ადრე იკეტება.

შაბათს კი სამუშაო გრაფიკი 09:00 საათიდან 20:00 საათამდე განისაზღვრება.

ათენის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სურთ, მოიხსნას ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, ვინაიდან პანდემიის აფეთქების პერიოდიდან მოყოლებული ამ სფერომ დაამტკიცა, რომ თავისი ფუნქციონირებით არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

onalem

ტესტ