fbpx
საბერძნეთი

დღეიდან რუსული თვითმფრინავები საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ვეღარ იფრენენ – ევროკავშირის აკრძალვა ძალაში შედის!

ევროკავშირმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და რუსეთს საჰაერი სივრცე დაუკეტა. ეს ნიშნავს, რომ რუსული თვითმფრინავები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საბერძნეთში, ვეღარ იფრენენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საბერძნეთის ავიაციის ეროვნული სააგენტოც. ხელმძღვანელობის განმარტებით, რუსული ავიახაზების საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავებს, მათ შორის კერძო თვითმფრინავებს, ეკრძალებათ დაშვება, აფრენა და გავლაც კი, საბერძნეთის საჰაერო სივრცეში.

ავიაციის სააგენტო დასძენს, რომ აკრძალვები არ ეხებათ ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე ფრენებს, ანუ ფრენებს, რომელთა დროსაც გადაჰყავთ პაციენტი, ასევე იმ ფრენებს, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო, სამძებრო/სამაშველო ოპერაციის ჩატარებასთან და შეთანხმებულია საბერძნეთის მთავრობასთან.

რუსეთისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე 28 თებერვლიდან იქნება ჩაკეტილი.

onalem

ტესტ