fbpx
საბერძნეთი

უკრაინელი ლტოლვილები ომონიაზე – კადრებს ბერძნული მედია ავრცელებს

გუშინ ომონიაზე პირველი უკრაინელი ლტოლვილები ჩამოვიდნენ. 30 საათიანი მგზავრობის შემდეგ მათ ათენში ჩამოაღწიეს და როგორც იქნა, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ჩამოსულებს შორის არიან ბერძნებიც, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

“10 დღე ოდესაში ვიყავი გამოკეტილი. საკონსულოში მივედით და გვითხრეს, რომ მზად ჰქონდათ გეგმა, თვითმფრინავით წამოსასვლელად.

ჩემს ცოლ-შვოლს გაუმართლათ, რომ ეს შანსი გაჩნდა და ამ გმირებთან ერთად საზღვრის გადმოლახვა ავტობუსით შეძლეს,” ამბობს ბერძენი, რომელიც ომის დაწყებამდე ოდესაში მუშაობდა.

როგორც ირკვევა, ავტობუსში მყოფთა უმეტესობას საბერძნეთში ნათესავები ჰყავს, ისინი ჩამოვიდნენ, რათა რუსულ ბომბებსა და ტანკებს გამორიდებოდნენ. ლტოლვილებს შორის ქალები და არასრუწლოვნები არიან, რადგან მამაკაცები საკუთარი სამშობლოს დასაცავად დარჩნენ.

onalem

ტესტ