fbpx
საბერძნეთი

ათენიდან თესალონიკში 4 საათზე ნაკლებ დროში – როდიდან იწყება რეისების შესრულება?!

ΤΡΑΙΝΟΣΕ-ს ინფორმაციით, 2022 წლის 15 მაისიდან ახალი, თანამედროვე მატარებლები, ETR470, ათენი-თესალონიკისა და თესალონიკი-ათენის მარშრუტით რეისების შესრულებას დაიწყებენ.

რაც ყველაზე მთავარია, მგზავრობას 4 საათზე ნაკლები დასჭირდება და საკმაოდ კომფორტული იქნება. ETR470-ის ტიპის მატარებლებს აქვთ 9 ვაგონი, რომელთაგან ერთი რესტორანი და ბარია, სამი ვაგონი პირველი კლასის არის, ხოლო ოთხი ეკონომ კლასის.

თითოეულ მატარებელს 600-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ინტერიერით, დასვენებისა და სწრაფი მგზავრობისთვის.

onalem

ტესტ