fbpx
საზოგადოება

“ეს არის ჩემი ახალი სახე, მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩამიხუტეთ” – იოანა პალიოსპირუ

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გადაცემის საშუალებით უკვე ვიხილეთ, როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ქალი, იოანა პალიოსპირუ, რომელსაც მჟავით თავდასხმის შემდეგ სახე გაუნადგურდა და უამრავი ოპერაცია გაიკეთა, პირველ რიგში გადარჩენისთვის.

ორი წლის შემდეგ, მამაცი და ძლიერი ქალი საზოგადოებას თამამად, მომღიმარი აჩვენებს თავის ახალ სახეს და უღრმეს მადლობას უხდის სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

როგორც იოანა წერს, დიდ შვებას გრძნობს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს, მხარდაჭერა და ადამიანების სიყვარული უდიდეს ძალას აძლევს ამ ყველაფრის გასავლელად.

 

onalem

ტესტ