fbpx
საბერძნეთი

ვულიაღმენის “ასტერა” – შესვლა 50 ევროდან 160 ევრომდე პრესტიჟულ სანაპიროზე

ვულიაღმენში მდებარე საკმაოდ პრესტიჟულმა კერძო სანაპირომ, Astir Beach, მუშაობა განაახლა და ონლაინ-დაჯავშნის სისტემით მუშაობს. ამ სახით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სტუმრობის სასურველი საათი და შეზლონგი.

რა ღირს Astir Beach-ზე ორი ადამიანის შესვლა?!

ამ კონკრეტულ სანაპიროზე წყვილი შეზლონგის (ორი შეზლონგი და 1 ქოლგა) ღირებულება 50 ევროა, ბავშვებისთვის 4-დან 12 წლამდე კი, 12,5 ევრო.

თუ სანაპიროს შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში ეწვევით, ორ შეზლონგში 80 ევროს გადახდა მოგიწევთ, ბავშვებისთვის კი შესვლის საფასური 20 ევროა.

რაც შეეხება ონლაინ-დაჯავშნის სისტემას, თუ გსურთ, რომ ადგილი წინასწარ დაიკავოთ, პირველ რიგებში ორი შეზლონგის საფასური 80 ევროა, მეორედან უკანა რიგებამდე კი 70 ევრო.

თუ ჯავშანს უქმე დღეებსა და შაბათ-კვირას გააკეთებთ, ამ შემთხვევაშ წყვილი შეზლონგის საფასური 160 ევროა, პირველ რიგებში, ხოლო მეორედან უკან 140 ევრო.

onalem

ტესტ