fbpx
საზოგადოება

“ქალი ჯოჯოხეთში ცხოვრობდა, ქმარს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა” – ტრაგედია კავალაში

როგორც ბერძნული მედია სამართალდაცველთა მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, 55 წლის მამაკაცი, რომელმაც კავალაში ფარმაცევტი მეუღლე დაახრჩო, ჩადენილს არ ნანობს.

აფთიაქში მდებარე კამერებზე აღწერილია, თუ ზუსტად როგორ მოხდა მკვლელობა, კადრები შემზარავია, პოლიციისთვის კი, ეს მნიშვნელოვანი მასალაა, საქმის გამოძიების თვალსაზრისით.

როგორც ირკვევა, 55 წლის მამაკაცი პათოლოგიურად ეჭვიანობდა და მუდმივად ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ყველაფერს აკონტროლებდა. იმ წუთიდან, როცა ქმარს განქორწინება სთხოვა, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალმა მეგობრებთან აღიარა, რომ ქმრის ეშინოდა, მაინც არ სჯეროდა, რომ ასეთ უკონტროლო მდგომარეობამდე შეიძლებოდა მისულიყო.

“გამუდმებით ეჭვიანობდა, მარტო არასოდეს ტოვებდა. სცენებს უწყობდა ყველას თვალწინ, ამცირებდა. ბოლო დროს ჩემი მეგობარი საერთოდ არ იყო კარგად. უნდოდა განქორწინებულიყო, რათა ამ მონსტრისგან თავი დაეღწია, ის კი თავს არ ანებებდა, ვიდრე ამ მომენტამდე არ მივედით,” ამბობს ფარმაცევტის ერთ-ერთი მეგობარი.

onalem

ტესტ