fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის ვალდებულების გაფართოვება და სკოლების დახურვა? – რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ნიკოს ევანგელატოსთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავრობა ჰორიზონტალურ კარანტინს არ გეგმავს. ამავე დროს, ღიად დატოვა საკითხი, რომ მე-3 დოზით აცრის რეკომენდაცია გაიცეს მეორედ აცრიდან 3-4 თვეში, 6-ის ნაცვლად, თუ ამას ექსპერტთა საბჭო დაშვებულად მიიჩნევს.

პლევრის თქმით, არ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოვება საზოგადოების სხვა ნაწილზეც, გარდა მათი, ვისზეც უკვე არსებობს. ასევე, გამორიცხა სკოლების დაკეტვის შესაძლებლობა, ვინაიდან საგანმანათლებლო პროტოკოლმა იმაზე უკეთესად იმუშავა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მინისტრმა ისიც დასძინა, რომ მომდევნო ორი კვირის მანძილზე გაიმართება შეხვედრები და განიხილება, საჭირო იქნება თუ არა, კიდევ რაიმე დამატებითი ზომების მიღება. მან მომდევნო 15 დღე კრიტიკულ პერიოდად დაახასიათა.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 6.260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში შეინიშნება გარკვეული კლება.

 

onalem

ტესტ