fbpx
საბერძნეთი

ურთულესი დღე ათენში – ქალაქი ტრანსპორტის გარეშე და საცობები გზებზე

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 21 სექტემბერს, ათენში საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. 24 საათის მანძილზე არ მუშაობს არანაირი სახის ტრანსპორტი: ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, მეტროს სამივე ხაზი.

გამომდინარე აქედან დედაქალაქში რთული ვითარებაა შექმნილი, ვინაიდან ადამიანები საკუთარი ავტომობილებითა და ტაქსებით ცდილობენ გადაადგილებას და შესაბამისად, შეიქმნა საცობები.

ΣΤΑΣΥ ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ბოდიშს უხდის საზოგადოებას, მგზავრებს იმ დიდი დისკომფორტისთვის, რასაც ტრანსპორტის არარსებობა იწვევს.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ სასამართლოში შევიდა საჩივარი, რათა უკანონოდ ცნობილიყო დღევანდელი გაფიცვა და შესაბამისად, შეცვლილიყო გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა და დღეს 24 საათის მანძილზე ათენის მოსახლეობა ტრანსპორტის გარეშე იქნება.

onalem

ტესტ