fbpx
საბერძნეთი

უმძიმესი რეალობა და მაშველების ცრემლები – მკაცრი ბრძანება, რომ არ გაიხსნას 28 წლის ელპიდას სასახლე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ელპიდას იდენტიფიცირება მოხდა. კადრებს, რომლებსაც ბერძენი მაშველები შემთხვევის ადგილზე აწყდებიან, სიტყვებით აღუწერელია. ვრცელდება ფოტო, თუ როგორ ტირის ერთ-ერთი მათგანი მუშაობისას.

ელპიდას ძმა ამბობს, რომ გოგონას ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მიღებული აქვთ მკაცრი ბრძანება, არ გაიხსნას მისი სასახლე.

“ელპიდა 28 წლის იყო. რამდენიმე ხნის წინ მოხდა მისი ცხედრის იდენტიფიცირება, გარდაცვლილია. პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, მაგრამ აუცილებლად უნდა შესრულდეს ბრძანება, რომ არ გაიხსნას მისი სასახლე, რადგან ცხედარი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ვინც უნდა გადადგეს, რაც უნდა მოხდეს, ელპიდას უკან ვერაფერი დააბრუნებს. გამოდიან და საუბრობენ, რომ ადამიანური შეცდომები ხდება, ხდებოდა და მოხდება?! შეცდომები მოხდება და ადამიანების სიცოცხლე უნდა შეიწიროს?! ელპიდამ და ყველამ, ვინც მატარებელში იყო, ბილეთები შეიძინეს! რატომ?! იმისთვის, რომ დახოცილიყვნენ?!” ამბობს გოგონას ძმა.

onalem

ტესტ