fbpx
პოლიტიკა

ათენის მერს, კოსტას ბაკოიანის კონვერტი გაუგზავნეს, რომელშიც ტყვია და მუქარის წერილი იყო მოთავსებული

ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანიმ საკუთარ ოფისში მიიღო კონვერტი, რომელშიც ტყვია და მუქარის წერილი აღმოაჩინეს.

როგორც ირკვევა, ეს კონკრეტული კონვერტი სხვა კონვერტებთან ერთად მიიღეს ოფისში, თუმცა, საეჭვოდ ჩაითვალა და მუნიციპალიტეტის კომპეტენტურმა თანამშრომელმა გახსნა, მერის ნაცვლად. შედეგად შიგნით მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინება და ზედ დამაგრებული ტყვია აღმოაჩინეს.

ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს უშიშროების სამსახურს, ხოლო ტყვია შესაბამის ლაბორატორიაში ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონვერტი ბაკოიანის ოფისში ΕΛΤΑ-ს ოფისიდან გაიგზავნა, აქედან გამომდინარე, პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, ვინ და როდის განახორციელა ეს გზავნილი.

onalem

ტესტ