fbpx
საბერძნეთი

ოპერაცია “სკუპა” აგიოს პანტელეიმონაზე – 6 დაკავებული ათენის ცენტრში ბინადრობის ყალბი ნებართვებით

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში, აგიოს პანტელეიმონაზე, მასშტაბური სპეცოპერაცია (“სკუპა”) ჩაატარა. როგორც მედია იუწყება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დააკავეს მინიმუმ 6 პირი, საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე, ასევე საბუთების გაყალბების ფაქტებზე.

როგორც ირკვევა, ამოღებულია ბინადრობის 7 ყალბი ნებართვა, 5,4 გრამი ჰეროინი და დანები.

კონტროლი გაიარა 41-მა პირმა, აქედან 9 ბერძენმა და 32-მა უცხოელმა, 28 მათგანი გადაიყვანეს განყოფილებაში, საბოლოოდ კი, 6 დააპატიმრეს.

საბერძნეთის პოლიცია კონტროლს აქტიურად აგრძელებს, არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ.

onalem

ტესტ