fbpx
პოლიტიკა

ათენი: ალიმოს მერი იღებს მუქარებს, მათ შორის პოლიციელისგან, რათა კონკრეტულ სანაპირო ბარში შემოწმებები არ ჩატარდეს

ალიმოს მერი, ანდრეას კონდილისი, მედიასთან საუბრობს და სკანდალური ფაქტის შესახებ იუწყება. როგორც ბატონო კონდილისი აცხადებს, ის იღებს მუქარებს ერთ-ერთ სანაპირო ბართან დაკავშირებით, რათა ამ დაწესებულებებში არ ჩატარდეს შემოწმებები, როგორც სხვებში ტარდება, კანონის მიხედვით.

“ღამის ადამიანებს უნდათ, რომ ერთი კონკრეტული ბარი დარჩეს შემოწმების გარეშე და არასოდეს ჩატარდეს კონტროლი. საუბარია შემოწმებებზე, როგორც ეს კანონის მიხედვით, სხვა დაწესებულებებში ხდება. მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ მიპოვიან და ვნახავ, რასაც გამიკეთებენ და ა.შ. ამის შესახებ უკვე შეტყობინებული მაქვს მართლმსაჯულებისთვის. ადამიანებს შორის, რომლებიც მიკავშირდებიან, არის მოქმედი პოლიციელიც.

უკვე ვაცნობე პროკურატურას ამის შესახებ და გადავეცი ფოტოებიც. ჩვენ გვინდა ალიმო, ნარკოტიკებისა და ასეთი ხალხის გარეშე,” ამბობს მერი.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დაწესებულების ერთ-ერთი მფლობელის სახელი დაკავშირებულია რამდენიმე კვირის წინ, ალიმოზე დაკავებულ პოლიციელთან, რომელიც “პაბლო ესკობარად” მოიხსენიება.

 

onalem

ტესტ