fbpx
პოლიტიკა

კიევში საბერძნეთის საელჩოსთან ისევ ბერძნული დროშა ფრიალებს – ბერძნები პოზიციებს არ ცვლიან

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია ამაყად აცხადებს, რომ კიევში საბერძნეთის საელჩომ მუშაობა განაახლა და იქ ბერძნული დროშა ისევ ფრიალებს.

უაღრესად სიმბოლური ნაბიჯით, საბერძნეთის საელჩომ ისევ გახსნა თავისი კარი უკრაინის დედაქალაქში და მის ხელმძღვანელად დაინიშნა მანოლის ანდრულაკი, დიპლომატი, რომელმაც უკანასკნელმა დატოვა წამებული მარიუპოლი.

საბერძნეთი პოზიციებს არ ცვლის და მკაფიო მესიჯს აგზავნის ბერძნების მისამართით, რომ საელჩოს შუამავლობით ისინი ისევ დგანან როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე უკრაინელი ხალხის გვერდით.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის საელჩო ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს დაიხურა.

 

onalem

ტესტ