fbpx
საბერძნეთი

დღეს ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს – ნამდვილი გაზაფხული საბერძეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს და ზოგიერთ რეგიონში 27 გრადუსს მიაღწევს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთი საბერძნეთი, სადაც პერიოდული ნალექია მოსალოდნელი, რომელიც დიდხანს არ გასტანს.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 14-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს, ათენში კი 26 გრადუსია ნავარაუდევი.

თესალონიკში შუადღეს და საღამოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, მთიან რეგიონებში არსებობს წვიმის შანსი, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა აქაც 23-25 გრადუსი იქნება და ნალექი არ გამოიწვევს აცივებას.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, კვირის ბოლომდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

onalem

ტესტ