fbpx
მოგზაურობა

მელისანის ტბა-მღვიმე – ბუნების სასწაული კუნძულ კეფალონიაზე

მელისანის ტბა-მღვიმე არა მხოლოდ კეფალონიისა და იონიის ზღვის სავიზიტო ბარათი, არამედ ბუნების სასწაულიცაა, რომელიც ნებისმიერ იქ მოხვედრილ ადამიანს სუნთქვას შეუკრავს.

უნიჭიერესი ხელოვანის, “ბუნების” მიერ გამოძერწილი ხელოვნების ეს ნიმუში აჯადოვებს ყველას, ვინც კეფალონიას სტუმრობს. მელისანის ტბა დაახლოებით 70 წლის წინ აღმოაჩინეს და შესასვლელი მას შემდეგ შეიქმნა, რაც კლდის ნაწილი ჩამოინგრა. თუმცა, ამას გარდა, არსებობს ხელოვნურად შექმნილი შესასვლელიც, კიბითა და გრძელი მიწისქვეშა დერეფნით, რომელიც მნახველს საშუალებას აძლევს ახლოდან დაინახოს გამოქვაბულის იშვიათი სილამაზე.

ტბა მდებარეობს 20 მეტრის სიღრმეზე მიწიდან, ხოლო თავად მისი სიღრმე 10-დან 30 მეტრამდეა. გამოქვაბულის უმეტეს ნაწილში თქვენ ნახავთ 20.000 წლის სტალაქტიტებს, უცნაურ ფორმებში, ხოლო ტბაში არის პატარა კუნძულიც კი.

რატომ ჰქვია ამ ადგილს მელისანი?!

ტბას მელისანი ნიმფასთან დაკავშირებული ლეგენდის მიხედვით დაერქვა. ლეგენდა უკავშირდება ნიმფას, სახელად მელისანთი, რომელსაც სატრფომ სიყვარულზე სიყვარულით არ უპასუხა და შედეგად, იმედგაცრუებისა და მწუხარების ფონზე, ტბაში მოიკლა თავი.

onalem

ტესტ