fbpx
საზოგადოება

ბერძენი ბებო, რომელმაც თაღლითი მოატყუა და ფულის წასაღებად მისული პირდაპირ პოლიციას “ჩააბარა”

ქ-ნ ვასო ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა იმ თაღლითთან შედარებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოხუცი ტრადიციული გზით მოეტყუებინა. ქალს 35 წლის მამაკაცი ტელეფონზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ქალიშვილი ავარიაში მოჰყვა და დაუყოვნებლივ საჭირო იყო დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც აივნიდან უნდა გადაეგდო. მოხუცს მაშინვე შეეპარა ეჭვი და უთხრა: “რომელ ქალიშვილს გულისხმობთ, კატერინას?”

როგორც ირკვევა, ეს სახელი ქალმა უბრალოდ იმ მომენტში მოიგონა, რომ თაღლითი გამოეცადა. ვინაიდან 35 წლის მამაკაცი დაეთანხმა, ქ-ნ ვასო მიხვდა, რომ ნამდვილად ხაფანგს უგებდნენ. მისი განმარტებით, ვიდრე მამაკაცს თანხის გადასაცემად ვიზიტს დაუნიშნავდა, პოლიციას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ განაცხადა. ოფიცრები დაუყოვნებლივ მობილიზდნენ მის სახლთან, სადაც შემდეგ მამაკაცს შეხვედრა დაუთქვა, თანხის გადასაცემად.

ქ-ნ ვასომ იმაზეც იზრუნა, რომ ჩანთა თანხის ნაცვლად გაზეთებითა და ჟურნალებით გაევსო და როდესაც 35 წლის თაღლითი მის წასაღებად მივიდა, პოლიციელებმა, რომლებიც იქ ელოდნენ, დაუყოვნებლივ, ფაქტზე დააკავეს.

 

onalem

ტესტ