fbpx
საბერძნეთი

მარშრუტების ცვლილება ათენის მეტროში დღეს და ხვალ – ნახეთ დეტალები

ΣΤΑΣΥ-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტთან დაკავშირებით ათენის მეტროში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები.

აღნიშნული ცვლილებების ბრძანება გასცა თავად საბერძნეთის პოლიციამ. კერძოდ:

დღეს, ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, რეისები არ განხორციელდება დიმოტიკო თეატროდან აეროპორტამდე 18:43 და 19:19 საათზე, ხოლო აეროპორტიდან დიმოტიკო თეატრამდე 19:58 და 20:34 საათზე.

ხვალ, ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს რეისები არ განხორციელდება დიმოტიკო თეატროდან აეროპორტის მიმართულებით 12:43 და 13:19 საათზე, ხოლო აეროპორტიდან დიმოტიკო თეატროს მიმართულებით 13:58 და 14:34 საათზე.

onalem

ტესტ