fbpx
საზოგადოება

თრილერი თესალონიკში: უკვე 10 დღეა, რაც ტაქსის 35 წლის მძღოლს ეძებენ, გამქრალია მისი მანქანაც

თესალონიკში ეძებენ მამაკაცს, რომელიც უკვე 10 დღეა უკვალოდ არის გამქრალი. პოლიციაში ამის შესახებ მისმა კოლეგებმა განაცხადეს და ამბობენ, რომ ვერ პულობენ ვერც მას და ვერც მის მანქანას, რომლითაც მუშაობდა.

“უკვე 10 დღეა არაფერი ვიცით, მანქანა 3-4 თვის წინ მივაქირავე, კარგად მუშაობდა, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ახლა 10 დღეა ინფორმაცია არ გვაქვს, სად არის და რა დაემართა. ტელეფონი გამორთული აქვს და მანქანას ქალაქში ვერსად ვპოულობთ. არც არავის უნახავს და ამიტომ იძულებულები გავხდით, პოლიციაში წავსულიყავით. მაქსიმუმ 35 წლის იქნება.

ტაქსის მძღოლობა საკმაოდ სახიფათო საქმიანობაა, იმედი მაქვს, რომ კარგად არის,” ამბობს თავად მანქანის პატრონი, რომლითაც გაუჩინარებული მამაკაცი მუშაობდა.

ტაქსების მეპატრონეთა ასოციაციის პრეზიდენტი შიშს გამოთქვამს, რომ მძროლს რაღაც დაემართა და ამბობს, რომ ყველაფერს იღონებენ მის მოსაძებნად. სამწუხაროდ, ამ დრომდე გათიშულია როგორც მისი, ასევე მისი მამის ტელეფონი.

onalem

ტესტ