fbpx
საზოგადოება

“ჩემი მეუღლის არყოფნით გამოწვეულ სიცარიელეს ვერაფერი შეავსებს” – დესპინა მირარაკი

დესპინა მირარაკიმ გადაცემაში, “Καλύτερα δεν γίνεται”, ისაუბრა და გულახდილად თქვა, თუ რას გრძნობს ახლა, როდესაც საყვარელი მეუღლის გარეშე პირველად შეხვდება შობა-ახალ წელს. მირარაკიმ აღნიშნა, რომ “Cash or Trash”-ის წამყვანობა მისთვის ახლა ფსიქოთერაპიის ფუნქციას ასრულებს.

“ჩემს სულში სიმშვიდე მოაქვს ფაქტს, რომ ამ დღესასწაულებზე შემიძლია ვაკეთო ის, რაც მომწონს და ჩემს სულს ავსებს. პირველად შევხვდები შობა-ახალ წელს ჩემი იანის გარეშე. ახლა გადაცემის ეპიზოდების გადაღებას ჩემთვის ფსიქოთერაპიის დატვირთვა აქვს. 

ეს თამაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორ დროს მოვიდა. ვაკეთებ დიდი ხალისითა და ენერგიით. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და არ ვფიქრობ ჩემს დანაკარგზე. ჩემი მეუღლის არყოფნით გამოწვეულ სიცარიელეს ვერაფერი შეავსებს. ცხოვრებას ვაგრძელებ მათთან ერთად ვინც მიყვარს და ვუყვარვარ,” ამბობს მირარაკი.

onalem

ტესტ