fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 50 წლის ქალს 10 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მეგობარს ცილისმწამებლურ კომენტარებს უწერდა

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში 50 წლის ქალი გაასამართლეს და თავისუფლების 10 თვით აღკვეთა მიუსაჯეს, სოციალურ ქსელში თავისი მეგობრისთვის ცილისმწამებლური კომენტარების დაწერისთვის.

როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი ვოლოსში ხდებოდა, ქალმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ უცნობი პროფილიდან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ვიღაც ცილისმწამებლურ კომენტარებს უწერდა. გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ ეს სწორედ მისი მეგობარი იყო, 50 წლის ქალბატონი, რომელსაც შექმნილი ჰქონდა ყალბი პროფილი და აქტიურად უწერდა სხვადასხვა კომენტარებს.

სასამართლომ 50 წლის ქალს 10 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მან კონკრეტული განმარტებები, თუ რის გამო აკეთებდა ამ ყველაფერს, არ გააკეთა.

onalem

ტესტ