fbpx
საზოგადოება

საზაფხულო ამინდები საბერძნეთში ბრუნდება – მაღალი ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით

სააღდგომო პერიოდში საბერძნეთს საზაფხულო ამინდები დაუბრუნდა. გადაუღებელი წვიმების, აფრიკული მტვრისა და ქარის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

დღეს, აღდგომის ორშაბათს ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება.

მაკედონია, თრაკი – 9-დან 26 გრადუსამდე.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო – 11-დან 26 გრადუსამდე.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო – 9-დან 27 გრადუსამდე.

კიკლადესის კუნძულები, კრეტა – 15-დან 25 გრადუსამდე.

ატიკა – 13-დან 26 გრადუსამდე.

თესალონიკი – 12-დან 24 გრადუსამდე.

ხვალიდან სინოპტიკოსები მცირე, პერიოდულ წვიმებს გვპირდებიან, თუმცა, ტემპერატურა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაიკლებს.

 

onalem

ტესტ