fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: აღდგომის კვირა დღეს 8 წლის გოგონას თავში ბრმა ტყვია მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, გოგონა კი საკუთარი ოჯახის სახლის ეზოში თამაშობდა. ის მოულოდნელად დაეცა და ვერავინ მიხვდა, თუ რატომ.

კერძოდ, საბერძნეთის ქალაქ თივას ერთ-ერთ პატარა სოფელში რამდენიმე ოჯახმა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა დილით ადრე დაიწყო. როგორც 8 წლის გოგონას დედ-მამა ჰყვება, ბავშვი ეზოში თამაშობდა, როდესაც უეცრად წაიქცა, ხოლო როცა მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ თავის არიდან დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა.

როგორც გაირკვა, გოგონას ბრმა ტყვია მოხვდა, რადგან მეზობელი სახლიდან ისროდნენ, რა თქმა უნდა, დღესასწაულის გამო.

“ისინი გამუდმებით ისროდნენ და ყვიროდნენ, იცინოდნენ. სწორედ ამ დროს დავინახეთ, რომ ჩვენი გოგონა დაეცა და თავიდან სისხლი სდიოდა. როცა პოლიცია მოვიდა, ისინი აღნიშვნას კიდევ აგრძელებდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა მოხდა. ჩვენ, უბრალოდ, შოკში ვართ. არ გვჯერა, რაც დაგვემართა.”

ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს და გოგონას თავიდან ტყვიის ამოღება მოახერხეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

onalem

ტესტ