fbpx
საზოგადოება

“მეორე ბავშვი?! არაფერს გამოვრიცხავ, ასეთ რამეებს ვერ დაგეგმავ!” – თამთა

თამთას ბოლო ინტერვიუ, რომელიც ჟურნალ Celebrity-სთან ჩაწერა და მის გარეკანზეც გამოჩნდა, ბერძნული მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. თამთამ ისაუბრა, გახდება თუ არა მეორედ დედა და რა აზრის იქნებოდა, თუ მისი 25 წლის გოგონა ოჯახის შექმნას მოისურვებდა.

იხილეთ ინტერვიუ:

– როგორც გვახსოვს წელზე სერიოზული პრობლემა გქონდა…

დიახ, თვენახევრის მანძილზე ურთულესი მომენტები მქონდა და ეს იყო პერიოდი, როცა ბევრ რამეზე დავფიქრდი. თიაქარი მაქვს, რომელსაც ნერვი აწვება და ეს ყველაფერი დიდ მოვლას საჭიროებს. ძალიან მეხმარება პილატეც.

– რატომ არ თანამშრომლობ პარის კასიდოკოსტას ხმის ჩამწერ სტუდიასთან და იღებ თუ არა შენი პარტნიორისგან პროფესიულ რჩევებს?

ვალდებული არ ვარ, რომ აუცილებლად მის სტუდიასთან ვთანამშრომლობდე. ძალიან სტაბილური ადამიანი ვარ და არ შემიძლია ბევრი ცვლილებები ამ მხრივ. კარიერის დასაწყისიდან Μinos-ΕΜΙ-სთან ერთად ვმუშაობ და დღემდე ასე მოვდივართ. ვიცი, რომ არ არის კარგი ერთ რამეზე დამოკიდებულება, რადგან ცხოვრება ითხოვს ცვლილებებს, მაგრამ ამ საკითხში ვერ ვხედავ მიზეზს, რომ სტუდია შევიცვალო.

რაც შეეხება პროფესიულ რჩევებს, პარისი ამ სფეროში იდეალურად ერკვევა და რა თქმა უნდა, მაძლევს უამრავ კარგ რჩევას, მაგრამ ზოგადად, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ბევრი აზრის მოსმენის შემდეგ, მაინც საკუთარ გადაწყვეტილებას ვეყრდნობი.

 – როგორ გინდა, რომ შენი გოგონა მომავალში ნახო?

ბედნიერი. ეს არის ყველაფერი, რაც მადარდებს. საერთოდ არ მეშინია, რადგან მასში სრულიად დარწმუნებული ვარ და მისი პიროვნებით ძალიან ვამაყობ. ის თავდაჯერებული და ჭკვიანია, სწორი განსჯის უნარი აქვს და მჯერა, რომ თავის ბედნიერებაზე შესაბამისად იზრუნებს.

– რომ გითხრას, რომ ოჯახი და შვილი სურს ამ ეტაპზე, როგორი იქნებოდა შენი რეაქცია?

თუ მას ბედნიერს დავინახავ, არანაირი პრობლემა არ მექნება. ყველაფერთან ერთად, ის უკვე 25 წლის არის და ყველაფერი შესაძლებელია. რაც უნდა გადაწყვიტოს, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა, მომეწონება თუ არა გადაწყვეტილება. თუ გრძნობს, რომ ამით ბედნიერი იქნება, მხარს აუცილებლად დავუჭერ. 100%-ით სიმართლე რომ გითხრათ, თუ ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, ეს ცოტა ამაღელვებს, როგორც, ალბათ, ყველა დედას.

– გიფიქრია მეორე შვილზე?

ეს არ არის იმ საკითხებს შორის, რაზეც ახლა ყველაზე ბევრს ვფიქრობ. მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ჩემს გოგონასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და საერთოდ, ცხოვრებამ მასწავლა, რომ ასეთ რამეებს ვერ დაგეგმავ.

onalem

ტესტ