fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ახალი “ბომბი” ათენის ცენტრში მცხოვრებ იმიგრანტებს შორის – ატიკა “ცხელ” წერტილად რჩება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვალება ფიქსირდება.

აღნიშნული რიცხვები საგანგაშოა, ატიკის რეგიონი კი ყველაზე “ცხელი” წერტილის სტატუსს ინარჩუნებს. ასევე ირკვევა, რომ ათენის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები იმიგრანტებიდან, რომელთაც ჩაუტარდათ ტესტირება ΕΟΔΥ-ს მიერ, უმეტესობას ვირუსი დაუდასტურდა.

ამ ყველაფერმა ცხადყო, რომ არსებობს კიდევ ერთი მოწყვლადი ჯგუფი. ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაციული წვდომა არსებულ ვითარებაზე და არც თავდაცვის საკმარისი საშუალებები, ეს კი დედაქალაქში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ართულებს.

სამწუხაროდ, ამ დროისთვის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი 79-ს უდრის და როგორც სამედიცინო პერსონალი აცხადებს, ის, ვინც რეანიმაციაში შედის, უკვე ძალიან იშვიათად მოდის გონს და ავადმყოფობა, ძირითადად, გარდაცვალებით სრულდება.

 

onalem

ტესტ