fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას” – ნიკოს ხარდალიასის საგანგებო გამოსვლა

“პლანეტას ახლა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღასთან გამკლავება უწევს. გასაგები უნდა იყოს, რომ უნდა ვიცხოვროთ ვირუსთან ერთად მანამდე, ვიდრე ვაქცინა იქნება აღმოჩენილი. საბერძნეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, ფიქსირდება ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო.

ჩვენ მოვიგეთ დრო და დავიცავით ძალიან ბევრი სიცოცხლე. საბერძნეთში პანდემიის აფეთქებიდან დღემდე დაფიქსირებულია საერთო ჯამში 18.123 შემთხვევა და ახლა, ამჟამად, არსებობს 5,379 მოქმედი ინფიცირებული.

ქვეყანა გამოიყენებს სასტუმროებს, როგორც საკარანტინე ზონას, უსიმპტომო ადამიანებისთვის, რომ ისინი საავადმყოფოს აარიდოს.

მთავრობის მიერ მიღებული არცერთი ზომა არ იმუშავებს, თუ მოსახლეობამ ეს ყველაფერი არ გაითავისა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ეს ზომები ზედმეტი და იძულებითია, დიდ საფრთხეში აგდებენ სხვებს. პირბადე, დისტანცია და ჰიგიენის წესები უნდა დავიცვათ მანამდე, ვიდრე ეს საჭიროა,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს საბერძნეთში გამოვლინდა 416 ახალი ინფიცირებული, ხოლო რაც შეეხება რიცხვს, 5,379, ეს ნიშნავს, რომ არაოფიციალურად, ტესტის გარეშე მიღებული დასკვნების მიხედვით, სწორედ ამდენი ადამიანია ვირუსის მატარებელი.

onalem

ტესტ