fbpx
კრიმინალი

სინდაღმა, თისიო, ომონია და სხვა ცენტრალური უბნები – საბერძნეთის პოლიციამ არასრულწლოვანთა კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა

აქტიური მუშაობის შედეგად საბერძნეთის პოლიციამ გაშიფრა კრიმინალური დაჯგუფება და დაკავებულია 26 პირი. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ აქედან 21 არის არასრულწლოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად ათენის ცენტრალიურ უბნებში ხალხის ძარცვა ედებათ, 22 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 4 ბერძენი.

ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ ძირითადად სინდაღმის, თისიოს, ლაოს სკვერის ტერიტორიებზე და ათენის სხვა ცენტრალურ უბნებში. მოქმედებდნენ ფრთხილად და ხშირ შემთხვევაში მათი სამიზნე ასევე არასრულწლოვნები ხდებოდნენ.

რამდენიმე მათგანი მსხვერპლს ესხმოდა თავს, ხოლო დანარჩენები ტერიტორიას აკონტროლებდნენ, რათა ადგილზე პოლიცია არ ყოფილიყო და არ დაეკავებინათ.

ამ დროისთვის გამოვლენილია მათ მიერ ჩადენილი მინიმუმ 8 დანაშაული, ხოლო 2 მათგანს ბრალად ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონდარღვევებიც ედება.

ნაპოვნია 21 მობილური ტელეფონი და 22 გრამი მარიხუანა.

onalem

ტესტ