fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი უჩვეულო შემთხვევა: 25 წლის სრულიად ჯანმრთელი ბიჭი კორონავირუსის გამო სიკვდილს ებრძვის

ეს კიდევ ერთი უჩვეულო შემთხვევაა და უარყოფს გავრცელებულ აზრს, რომ კორონავირუსი თავს მხოლოდ მოხუცებს ესხმის. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი კუნძულ სიროსიდან სპეციალური კაფსულით გადმოიყვანეს ათენში, ვინაიდან კორონავირუსი დაუდასტურდა და მდგომარეობა უმძიმდებოდა.

ირკვევა, რომ მან ტესტი გაიკეთა სამჯერ, პირველად ათენში, შემდეგ კუნძულ ტინოსზე, სადაც ახალგაზრდას სიმპტომები კიდევ უფრო გამოეკვეთა, სხეულის ტემპერატურა სულ უფრო და უფრო მაღლა უწევდა და საბოლოოდ მისი სიროსზე გადაყვანა და ინტუბაცია გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამ ორივე ტესტის პასუხი ამოვიდა უარყოფითი და კორონავირუსი ტესტის მხოლოდ მესამედ გაკეთების დროს დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ის არის ახალგაზრდა, სპორტული ცხოვრების სტილით, ძლიერი და არ აღენიშნება არანაირი თანმდევი დაავადება, რასაც შეიძლებოდა მდგომარეობის დამძიმება გამოეწვია. სწორედ ეს ხდის ამ ფაქტს უჩვეულოს.

მისი მშობლები კარანტინში რჩებიან, თავად კი ვულას საავადმყოფოში, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

onalem

ტესტ