fbpx
კრიმინალი

ათენი: ვინ არის მამაკაცი, რომელიც ორი მცირეწლოვანი ბიჭის მიტოვებულ შენობაში შეტყუებას ცდილობდა

საბერძნეთის პოლიცია 52 წლის მამაკაცის ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს. მისი დაკავება პირეაზე მაშინ მოხდა, როდესაც ორი მცირეწლოვანი ბიჭის, სავარაუდოდ, სექსუალურად შევიწროვებას ცდილობდა.

კერძოდ, ის არის იოანი ბეკრი, დაბადებული პირგოსში და არსებული ცნობებით, უსახლკაროა.

ირკვევა, რომ ერთ-ერთმა გამვლელმა დაინახა, როგორ შეჰყავდა ორი პატარა ბიჭი მამაკაცს მიტოვებულ შენობაში და მაშინვე პოლიციაში დარეკა. მისი დაკავება მაშინვე მოხერხდა.

პოლიცია უმორჩილესად ითხოვს, თუკი რომელიმე მოქალაქე წააწყდება მსგავს საეჭვო ფაქტს, აუცილებლად დარეკოს ნომრებზე 210-6476370 ან 210-6411111.

onalem

ტესტ