fbpx
კრიმინალი

შოკი საბერძნეთში: კაროლაინს დაშორება უნდოდა, ბოლო თვეებში სულ ჩხუბობდნენ

მთელი საბერძნეთი შეძრა ღლილკა ნერაში მომხდარმა მკვლელობამ და კიდევ უფრო დიდი შოკი გამოიწვია იმან, რომ 20 წლის კაროლაინის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ახლა სწორედ მისი ქმარია, 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულო.

პილოტის მიერ ამ დრომდე მიცემული არცერთი ჩვენება არ ემთხვევა რეალობას, კაროლაინის გარდაცვალების დრო დააფიქსირა ბიომეტრიულმა საათმა, რომელიც მას ეკეთა.

ირკვევა, რომ მათი ურთიერთობა ბოლო თვეებში დაძაბული იყო, კაროლაინს სურდა, რომ დაშორებულიყვნენ და თავისი ახალშობილი თავისთან წაეყვანა.

აღმოჩენილი მიმოწერა იმასაც ცხადყოფს, რომ მკვლელობის ღამესაც მოხდა მათ შორის სერიოზული კამათი, თუმცა, მიზეზი უცნობია.

ამას გარდა, ანაგნოსტოპულოს ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობს, რომ დაბმული იყო. კამერებთან დაკავშირებით კი, როგორც კაროლაინის მეუღლე ამბობს, “მძარცველებმა” ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებს.

 

onalem

ტესტ