fbpx
კრიმინალი

აღიარება! 20 წლის კაროლაინის მკვლელობა, რომელსაც ჯერ ქართველს აბრალებდნენ, შემდეგ ალბანელს, მისივე ქმრის ჩადენილია

Protothema.gr-ის ინფორმაციით, 32 წლის პილოტმა, ბაბის ანაგნოსტოპულომ საკუთარი ცოლის, 20 წლის კაროლაინის მკვლელობა აღიარა.

რამ მიიყვანა პოლიცია ნამდვილ მკვლელამდე?!

პილოტის მიერ ამ დრომდე მიცემული არცერთი ჩვენება არ ემთხვეოდა რეალობას, კაროლაინის გარდაცვალების დრო დააფიქსირა ბიომეტრიულმა საათმა, რომელიც მას ეკეთა.

ირკვევა, რომ მათი ურთიერთობა ბოლო თვეებში დაძაბული იყო, კაროლაინს სურდა, რომ დაშორებულიყვნენ და თავისი ახალშობილი თავისთან წაეყვანა.

აღმოჩენილი მიმოწერა იმასაც ცხადყოფს, რომ მკვლელობის ღამესაც მოხდა მათ შორის სერიოზული კამათი, თუმცა, მიზეზი უცნობია.

ამას გარდა, ანაგნოსტოპულოს ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია აჩვენებს, რომ ის გადაადგილდებოდა იმ დროს, როცა თავად ამბობდა, რომ დაბმული იყო. კამერებთან დაკავშირებით კი, როგორც კაროლაინის მეუღლე ამბობდა, “მძარცველებმა” ჩანაწერები წაიღეს, თუმცა, ირკვევა, რომ მეხსიერების ბარათები გაცილებით ადრეა ამოღებული, ვიდრე თავად აცხადებს.

ანაგნოსტოპულო ამ დრომდე მსხვერპლის როლს თამაშობდა, “ძარცვის” თეატრი დადგა და დანაშაულს პოლიცია ხან ქართველს, ხან კი ალბანელებს აბრალებდა, თუმცა, საბოლოოდ მკვლელი თავად პილოტი აღმოჩნდა. მან ბრალი ოფიციალურად აღიარა!

onalem

ტესტ