fbpx
კრიმინალი

15 დღეში 1.728 პირი დააკავეს – საბერძნეთის პოლიციის გაძლიერებული მუშაობის შედეგები

ახალი მთავრობის პირობებში საბერძნეთის პოლიციამ მუშაობა გააძლიერა და შედეგები საკმაოდ ეფექტურია. მიუხედავად სამოქალაქო დაცვის მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდის უკმაყოფილებისა, პოლიცია თითქმის ყოველდღიურად აწარმოებს შემოწმებებს ქალაქის ცენტრებსა და ცხელ წერტილებში.

ამჟამინდელი მონაცემებით, ნოემბრის პირველ 15 დღეში საერთო ჯამში პოლიციამ 1.728 პირი დააკავა. მათი უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სხვადასხვა ბრალდებებით.

ΓΑΔΑ-ს ცნობით, გაშიფრულია 8 კრიმინალური დაჯგუფება, რომელთაგან ზოგს შეიარაღებული ძარცვა, ხოლო ზოგს ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.

დაფიქსირებულია მათ მიერ ჩადენილი 145 ქურდობა, 15 შეიარაღებული ყაჩაღობა და რამდენიმე ფაქტი, როდესაც ისინი თაღლითური გზებით ცდილობდნენ მოსახლეობის გაძარცვას.

ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკები და 213 მოპარული მანქანა.

onalem

ტესტ