fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ემიგრანტთა მიმართ სასტიკი მოპყრობის კადრები, რომლებიც პაკისტანელებმა შანტაჟის მიზნით, მათ მშობლებს გაუგზავნეს

თესალონიკიდან გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოება შეძრა. საუბარია 21 და 16 წლის ავღანელ ბიჭებზე, რომლებიც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ იმ პირებისგან, რომლებმაც საბერძნეთში ჩამოიყვანეს.

ვიდეოში ჩანს, როგორც სცემენ მათ და ერთ-ერთ შენობაში მათი სურვილის წინააღმდეგ ჰყავთ გამომწყვდეული. გარდა ამისა, ემუქრებიან, რომ უთოთი გაუსწორდებიან. აღნიშნული ვიდეო გაეგზავნათ ბიჭების მშობლებს, შანტაჟის მიზნით, რომ მათგან ფული გამოეძალათ.

ირკვევა, რომ არალეგალ იმიგრანტებს საბერძნეთამდე ჩამოღწევაში მინიმუმ 1.500 ევრო უნდა გადაეხადათ, თოთოეულს ცალ-ცალკე.

საბერძნეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით პაკისტანის 13 მოქალაქე დააკავა.

onalem

ტესტ