fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი საკუთარი ცოლის საყვარელმა სასტიკად სცემა და ახლა 23.000 ევროს ცოლისგან, ხოლო 24.000 ევროს საყვარლისგან ითხოვს

ინციდენტი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მამაკაცი როდოსის საავადმყოფოში მოხვდა და მინიმუმ 7 ნაკერი დაადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერ კიდევ 2018 წელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ცოლს საყვარელი ჰყავდა, რადგან ტელეფონში ინტიმური მესიჯები უპოვა. ქალი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ქმარს ღალატობდა და როგორც ჩანს, ურთიერთობა გააგრძელეს. მიუხედავად ამისა, მამაკაცმა ორი წლის შემდეგ ისევ აღმოაჩინა, რომ თავისი ცოლი კვლავ იგივე ადამიანს ეკონტაქტებოდა და სახლიდან წავიდა.

მათი განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა, ქალის ხვეწნის ფონზე მამაკაცი ისევ სახლში დაბრუნდა. დაბრუნებიდან 1 თვის შემდეგ, მან ცოლს მეორე ტელეფონი უპოვა, რომლიდანაც საყვარელს სწერდა და ქალმა საბოლოოდ აღიარა ღალატი. ჩხუბისას ქმარს ისიც კი უთხრა, რომ მისი საყვარელი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, რადგან საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა.

მიმდინარე თვეში მამაკაცმა ცოლს ოფიციალურად განქორწინება მოსთხოვა და როგორც ამბობს, კვლავ მუქარა მიიღო, ეუბნებოდნენ, რომ თუკი სასამართლოზე საყვარლის სახელს ახსენებდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. როგორც ჩანს, მუქარა შეასრულეს და მამაკაცი ქუჩაში სასტიკი ცემის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა.

ახლა დაზარალებული ცოლს 23.000 ევროს, ხოლო მის საყვარელს 24.000 ევროს სთხოვს, მიყენებული ზიანისთვის.

onalem

ტესტ