fbpx
საზოგადოება

ალბანეთში მოკლული კონსტანტინოს კაციფას დედა: “რატომ არ მიბრუნებენ ჩემს შვილს?”

7 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ალბანეთის პოლიციამ კონსტანტინოს კაციფა მოკლა. ამ დრომდე, ალბანეთის ხელისუფლებას მიცვალებული  მშობლიურ სახლში არ გადაუსვენებია, რათა მშობლები შვილს უკანასკნელად “გამოემშვიდობონ”.

ალბანეთის ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახის უბედურებაზე “თამაშობს”, რადგან გადასვენების პროცესს იმ მიზეზით აჭიანურებს, რომ 35 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების საქმე გამოიძიოს.

კონსტანტინოს კაციფას დედა, ვასილიკი კაციფა თავზარდაცემულია. “ჩემი შვილი მინდა, დაუყოვნებლვ გადმოასვენონ ის. რაღას ელოდებიან, რატომ აჭიანურებენ?” – ამბობს იგი.

“ჩემს შვილს ცუდი არაფერი გაუკეთებია. მან მხოლოდ 5 დროშა აღმართა სოფელში. მას თავისი ადგილი, თავისი სოფელი უნდოდა. შიშში როდემდე უნდა ვიცხოვროთ? ჩემი შვილი მორწმუნე იყო, მას ლოცვანი ჰქონდა ბალიშის ქვეშ” – დაამატა კონსტანტინოს კაციფას დედამ.

onalem

ტესტ