fbpx
საზოგადოება

კვიპროსი: მამა ხუთი თვის ბავშვზე ძალადობის ცრუ ბრალდებით დააკავეს

გუშინ კვიპროსზე შემზარავი ამბის შესახებ გახდა ცნობილი და როგორც ნიქოზიის საავადმყოფოს ექიმი ამბობს, მისი კარიერის 32 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არასოდეს უნახავს. ხუთი თვის ბავშვი საავადმყოფოში გენიტალიების დაზიანებით გადაიყვანეს, რის ფონზეც მისი მამა დააკავეს.

ბავშვის დედა აცხადებს, რომ დაზიანებები მაშინ შენიშნა, როცა მისთვის პამპერსი უნდა გამოეცვალა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ქმარს შეატყობინა, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანა.

თავდაპირველი ვარაუდის მიხედვით, ბავშვი მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და დაზიანებები სწორედ ამიტომ ჰქონდა მიღებული, თუმცა, ხუთი თვის ჩვილის გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა:

“ბავშვი არ არის ძალადობის მსხვერპლი, სახეზე არ გვაქვს ღრმა ჭრილობები, რომელთა ფონზეც ასეთ რამეს დავამტკიცებთ. აღინიშნება მხოლოდ და მხოლოდ გარეგანი დაზიანება, თუმცა, საკმაოდ ინტენსიური.”

პედიატრის შემოწმების შედეგად პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა, თუმცა, ბრალდება უსამართლო აღმოჩნდა. ის ამას თავიდანვე უარყოფდა.

ჩვილი მაკარიოს საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა, ერთ-ერთი ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

პოლიცია რეალური მიზეზების დასადგენად სრული დატვირთვით მუშაობს.

 

onalem

ტესტ