fbpx
საზოგადოება

ხვალ ათენში მაღაზიები ღია იქნება!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 10 დღიანი საშემოდგომო ფასდაკლებები ამოქმედდა, რომელიც 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე გრძელდება.

სწორედ აღნიშნული ფასდაკლებების ფარგლებში ათენში კვირა დღეს, 4 ნოემბერს, მაღაზიები ღია იქნება, რათა მომხმარებელმა სასურველი საქონლის შეძენა შეძლოს, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალ ფასად.

შეგახსენებთ, რომ მაღაზიებს მოეთხოვებათ, პროდუქტზე მიუთითონ როგორც ახალი, ისე ძველი ფასი, თუ საიდან მოხდა ფასის დაკლება.

აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს მაღაზიებს არ აქვთ მუშაობის ვალდებულება და აღნიშნული გადაწყვეტილება თითოეული სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

onalem

ტესტ