fbpx
საბერძნეთი

დღეს, 8 მარტს, მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი 12:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებს, 1-ლი ხაზი 11:00-დან 17:00 საათამდე

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 8 მარტს, ათენსა და თესალონიკში ტრანსპორტი იფიცება. დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომელიც დედაქალაქის ცენტრში გაიმართება და დაკავშირებულია ტემპის ტრაგედიათან, რომელსაც 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონკრეტულად:

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები იმუშავებენ 12:00-დან 16:00 საათამდე.
მეტროს 1-ლი ხაზი (იგივე ილეკტრიკო/ტრენო) იმოძრავებს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ამას გარდა, პოლიციის ბრძანებით საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს დაკეტილი იქნება მეტროსადგურები: ომონია, სინდაღმა, პანეპისტიმიო, მონასტირაკი, ევანგელისმოს. მატარებლები გაივლიან გაჩერების გარეშე.

რაც შეეხება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს, არ იმუშავებენ 24 საათის მანძილზე.

თესალონიკში ავტობუსები და ტროლეიბუსები არ იმუშავებენ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

onalem

ტესტ