fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთს კუნძულებზე ჯავშანტექნიკა გადააქვს” – თურქული მედია დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს

თურქეთი პროვოკაციული ტემპით აგრძელებს მოქმედებას და ამჯერად აცხადებს, რომ საბერძნეთი კიდევ რამდენიმე კუნძულის მილიტარიზაციას ახდენს. ფაქტობრივად, თურქული მედია ავრცელებს კადრებს, რომლებიც გადაღებულია დრონით და სავარაუდოდ, საუბარია კუნძულებზე: ლესვოსსა და სამოსზე.

კონკრეტული ფოტოები, რომელიც თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან მოდის, ვრცელდება ყველა მედიასაშუალების მიერ და როგორც ამბობენ, გადაღებულია 18 სექტემბერს. კადრებზე ასახულია, როგორ გადააქვთ ლესვოსსა და სამოსზე ჯავშანტექნიკა.

ანკარა ამტკიცებს, რომ 3 ტანკი გადაიტანეს ლესვოსზე, ხოლო 18 სამოსზე, ეს ტანკები კი ზუსტად იგივე ტიპის არის, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალექსანდრუპოლში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიტანეს.

onalem

ტესტ